Accessibility links

მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები


თბილისში მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები. მასში მონაწილეობს ორი კანდიდატი, ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი. არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება. წესდების თანახმად, კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ხმის უფლების მქონე, დამსწრე დელეგატთა ნახევარზე მეტი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი 4 წლის ვადით აირჩევა.

XS
SM
MD
LG