Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე შეხვდება „გაზპრომ-ექსპორტისა“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელებს


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გაემგზავრა მინსკში, სადაც 23 და 24 დეკემბერს შეხვდება რუსული კომპანიების, „გაზპრომ-ექსპორტის“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელებს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ინტერ-რაოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას მხარეები ისაუბრებენ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტსა და მიმდინარე ტექნიკურ საკითხებზე, ხოლო „გაზპრომ-ექსპორტის“ ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგება არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველწლიური მოლაპარაკების ფარგლებში. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის და „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენელთა ბოლო შეხვედრა 13 დეკემბერს, ვენაში გაიმართა. თბილისში დაბრუნებულმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამუშაო შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, რადგან საქართველოსთვის კვლავ მიუღებელია წინადადება, გაზის ტრანზიტის საფასურად მიიღოს თანხა და არა გატარებული გაზის მთლიანი მოცულობის 10%.

XS
SM
MD
LG