Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ რუსი დიპლომატის მკვლელობა ხელს ვერ შეუშლის ორი ქვეყნის ურთიერთობებს


რუსთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსი დიპლომატის, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობა, ხელს ვერ შეუშლის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს. ამის შესახებ პუტინმა ისაუბრა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელიც ტრადიციულად ახლი წლის დღესასწაულის წინ იმართება ხოლმე. ვლადიმირ პუტინმა 21 დეკემბერს, საკუთარი განკარგულებით, სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა რუს დიპლომატს, რომელიც ანკარაში 19 დეკემბერს პოლიციელმა მევლუთ მერთ ალტინტაშმა იმ დროს მოკლა, როდესაც ის ანკარაში მოწყობილ ფოტოგამოფენაზე სიტყვას წარმოთქვამდა. კრემლის პრესსამდივნოს ინფორმაციით, პუტინის პრესკონფერენციაზე აკრედიტებულია სულ მცირე 1500 რუსი და უცხოელი ჟურნალისტი. ვლადიმერ პუტინს რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის ხელმძღვანელობაზე, რაზეც კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ მას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან „კონსტრუქციული ურთიერთობების“ იმედი აქვს. ბარაკ ობამამ კი, პუტინის აზრით, „ქვეყანა გახლიჩა“.

XS
SM
MD
LG