Accessibility links

პუტინმა „ანაქრონიზმი“ უწოდა ევროპაში სავიზო რეჟიმის არსებობას


რუსეთის პრეზიდენტმა „ცივი ომიდსდროინდელი ანქრონიზმი“ უწოდა ევროპაში სავიზო რეჟიმის არსებობას და განაცხადა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს ევროკაშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკრაინის მოქალაქეებისათვის. „რაც შეეხება ევროპის მხრიდან უკრაინის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ამას მე სრულად ვუჭერ მხარს. მეტიც, მიმაჩნია, რომ სავიზო რეჟიმი ევროპაში ცივი ომის დროინდელი ანაქრონიზმია, და მისგან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავთავისუფლდეთ, “ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 23 დეკემბერს გამართულ მრავალსაათიან პრესკონფერენციაზე, რომელიც რუსეთის ლიდერმა ტრადიციულად ახალი წლის დღესასწაულის წინ გამართა. კრემლის პრესსამდივნოს ინფორმაციით, პუტინის პრესკონფერენციაზე, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, აკრედიტებული იყო სულ მცირე 1500 რუსი და უცხოელი ჟურნალისტი. ვლადიმერ პუტინს რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის ხელმძღვანელობაზე, რაზეც კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ მას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან „კონსტრუქციული ურთიერთობების“ იმედი აქვს. ხოლო ბარაკ ობამა კი, პუტინის აზრით, „ქვეყანას ყოფს“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG