Accessibility links

გამტაცებელმა ლიბიის ავიახაზების კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავს მალტაში დაშვება აიძულა


სავარაუდოდ ხელყუმბარით შეიარაღებული გამტაცებელი თვითმფრინავის აფეთქებით დაემუქრა ლიბიის ავიახაზების კუთვნილ სამგზავრო ხომალდის ეკიპაჟს, რომელიც იძულებული გახდა შეესრულებინა ბრძანება და თვითმფრინავი მალტაში დაესვა. მოგვიანებით გამტაცებელმა განაცხადა, რომ მზად არის გაათავისუფლოს 111 მგზავრი. თუმცა, მძევლად დაიტოვებს ეკიპაჟის 7 წევრს, თუ არ შესრულდება ყველა მისი მოთხოვნა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას ითხოვს გამტაცებელი. მალტის სპეცდანიშნულების ნაწილს ალყაში ჰყავს მოქცეული „აირბას A 320“- კლასის თვითმფრინავი, რომელიც ლიბიის ქალაქ საბჰადან დედაქალაქ ტრიპოლისაკენ ასრულებდა რეისს. ინცინდენტის გამო აიკრძალა ყველა საავიაციო რეისი მალტის მიმართულებით, რომელიც ევროკავშირს წევრი სახელმწიფოა.

XS
SM
MD
LG