Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამტაცებლებმა ლიბიის კუთვნილი თვითმფრინავიდან ყველა მგზავრი გაათავისუფლეს


დადასტურებული ინფორმაციით, გამტაცებლებმა 111 მგზავრი გაათავისუფლეს ლიბიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან, რომელზეც მძევლად ჯერ კიდე იმყოფება ეკიპაჟის 7 წევრი. მალტის ხელისუფლების ცნობით მიმდინარეობს მოლაპარაკება გამტაცებლებთან, რომლებიც ლიბიის ყოფილი ლიდერის მოამარ კადაფის მომხრეები არიან. განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება მათი მოთხოვნების შესახებ. ლიბიის ტელევიზიის ვერსიით გამტაცებლები კადაფის ერთ-ერთი შვილის საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვენ. როიტერსი კი მათ კიდევ ერთ მოთხოვნაზე, კადაფის მხარდამჭერი პარტიის შექმნის თაობაზე იუწყება. სავარაუდოდ ხელყუმბარით შეიარაღებული გამტაცებლები თვითმფრინავის აფეთქებით დაემუქრნენ ლიბიის ავიახაზების კუთვნილ „აირბას A 320“- კლასის თვითმფრინავის ეიკპაჟს, რომელიც ლიბიის ქალაქ საბჰადან დედაქალაქ ტრიპოლისაკენ ასრულებდა რეისს. ინცინდენტის გამო აიკრძალა ყველა საავიაციო რეისი მალტის მიმართულებით, რომელიც ევროკავშირს წევრი სახელმწიფოა.

XS
SM
MD
LG