Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა რუსეთის ბანკს და სირიის მთავრობის წევრებს


აშშ-მა გამოაცხადა, რომ ახალი საფინანსო სანქციები დაუწესა რუსეთის ერთ ბანკს და სირიის მთავრობის მინისტრებს, სირიის ომში მათი როლის გამო. ეს სანქციაები ბოლო აქტია, რომლსაც ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მუშაობის ბოლო კვირებში. საგანგებო სიებში შეიტანეს "ტემპბანკი", რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მთავრობას საფინანსო მომსახურეობას უწევდა. სიაში მოხვდნენ ასევე სირიის ფინანსთა და ნავთობის მინისტრები, ისევე, როგორც სირიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი და ერთი საავიაციო კომპანია.

XS
SM
MD
LG