Accessibility links

პუტინი და ასადი: ალეპოზე კონტროლის დამყარება მშვიდობის შანსს ზრდის


რუსეთის და სირიის პრეზიდენტებმა კმაყოფილება გამოთქვეს მთავრობის მიერ 23 დეკემბერს ალეპოზე კონტროლის დამყარების თაობაზე და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი ზრდის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას ამ ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში. თუმცა ამ განცხადებების გაკეთების მომენტშიც მეამბოხეებმა, რომელთა ევაკუაციაც მოხდა ქალაქიდან კვირის დასაწყისში, ქალაქს ცეცხლი გაუხსნეს, მთავრობის ძალებმა კი გააგრძელეს მეამბოხეთა პოზიციების დაბომბვა ალეპოს შემოგარენში. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 23 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე მიესალმა ალეპოზე კონტროლის აღდგენას და განაცხადა, ეს „სირიაში ვითარების ნორმალიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილიაო“. პუტინმა აღნიშნა ირანის წვლილი, რომელიც რუსეთის მსგავსად სირიის რეჟიმს უჭერს მხარს. პუტინმა ისაუბრა მეამბოხეების მხარდამჭერ თურქეთზეც, იმ შეთანხმებისთვის, რომელმაც ალეპოდან ხალხის ევაკუაცია გახადა შესაძლებელი. პუტინის თქმით, ქვეყნების სამეულმა მოილაპარაკა, რომ სირიის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ შეხვედრის შემდეგი რაუნდი გაიმართება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში და ამას სირიის პრეზიდენტიც ეთანხმება. პუტინმა მოგვიანებით ასადს დაურეკა და ალეპოზე კონტროლის დამყარება მიულოცა.

XS
SM
MD
LG