Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშობაო დღესასწაულზე უკრაინაში „უვადო“ ზავი უნდა ამოქმედდეს


უკრაინის აღმოსავლეთში 24 დეკემბერს შუაღამისას უნდა ამოქმედდეს „უვადო“ ზავი, რომლის შესახებაც ახლახან შეთანხმდნენ უკრაინის მთავრობა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, 21 დეკემბერს მიღწეული ზავი არის ნიშანი, რომ ქვეყანას მშვიდობის დამყარების პერსპექტივა გაუჩნდაო - წინა სამშვიდობო შეთანხმებების ჩაშლის ფონზე. „ჩემი ვარაუდით, ეს ზომები, რომლებიც საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე უნდა ამოქმედდეს, აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობას მდგრადს გახდისო“, განაცხადა პოროშენკომ.მართლმადიდებლები შობას 7 იანვარს იზეიმებენ. სეპარატისტთა თვითგამოცხადებული ლიდერებიც ამბობენ, რომ შეთანხმება იმედს იძლევა, მიუხედავად დონბასის რეგიონში ბოლო პერიოდში გახშირებული ძალადობისა. სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმნენ გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი. ორი მხარე მსგავს სადღესასწაულო ზავზე გასულ წელსაც შეთანხმდა. ზავმა რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოქმედა და შემდეგ ბრძოლა თანდათანობით მაინც განახლდა.

XS
SM
MD
LG