Accessibility links

ტუნისში ბერლინის თავდასხმაში კავშირის ეჭვით დააპატიმრეს სამი პირი


ტუნისის ხელისუფლების განცადებით, მათ დააპატიმრეს ბერლინის თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირის, მოკლული ანის ამრის ძმისშვილი და კიდევ ორი ეჭვმიტანილი, იმავე ექსტრემისტული ქსელის წევრობის ეჭვის საფუძველზე. "ეჭვმიტანილები იყვნენ ტერორისტული ქსელის წევრები და კავშირი ჰქონდათ ანის ამრისთან, რომელმაც ბერლინში ტერორისტული თავდასხმა განახორციელაო", აცხადებს ტუინისის შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტროს თქმით, ამრი - რომელიც ტუნისის მოქალაქე იყო - მის 18 წლის ძმისშვილ ფედის ფულს უგზავნიდა, რათა ის მასთან ევროპაში ჩასულიყო. 24 წლის ამრი ეჭვმიტანილია 19 დეკემბერს ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მისულ ხალხში სატვირთო მანქანით შეჭრაში, რასაც ემსხვერპლა 12 ადამიანი, დაშავდა ათობით პირი. პოლიცია აცხადებს, რომ მანქანაში აღმოჩენილია ამრის თითის ანაბეჭდები და საფულე. ამრი 23 დეკემბერს იტალიის პოლიციამ მოკლა მილანის შემოგარენში, რიგითი შემოწმების ჩატარებისას, მას შემდეგ, რაც მან პირველმა გახსნა ცეცხლი.

XS
SM
MD
LG