Accessibility links

მოლდავეთში გაიმართა იგორ დოდონის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია


23 დეკემბერს მოლდავეთში გაიმართა ახალი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ინაუგურაციის ცერემონია. დოდონი ქვეყნის მოქალაქეების გაერთიანების მოწოდებით გამოდის და აცხადებს, რომ მოლდავეთის ნეიტრალურ სტატუსს შეინარჩუნებს. კიშინიოვში გამართულ ცერემონიას დაესწრნენ რუსეთის, ბელორუსიის, უნგრეთის და აღმოსავლეთ ევროპის თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებისწარმომადგენლები. დოდონმა განაცხადა, მოლდავეთი ნეიტრალურ სახელმწიფოდ დარჩებაო და დასძინა, რომ მომავალ თვეში აპირებს მოსკოვში ჩასვლას, რის შემდეგაც ბრიუსელს ესტუმრება. „ნეიტრალობა საკრალურია და მას ჩვენ ვერავინ წაგვართმევს“ - განაცხადა დოდონმა და დასძინა, ჩვენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდებს ავაშენებთო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG