Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ალეპოში აფეთქებას ემსხვერპლა ორი პირი


სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა აღმოსავლეთ ალეპოში 24 დეკემბერს მომხდარი აფეთქების დროს. აფეთქების მომენტში ქალაქის მცხოვრებთა ნაწილი სახლებში ბრუნდებოდა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ ამ კვირაში სრულად აღადგინა კონტროლი ქალაქზე. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, აფეთქება გამოიწვია მოწყობილობამ, რომელიც მეამბოხეებმა დატოვეს, სანამ ბოლო ანკლავიდანაც წავიდოდნენ. სახელმწიფო სააგანტო სანას ცნობით, აფეთქება მოხდა სკოლის შენობაში, ალ-შუქრის უბანში. გერმანიის საინფორმაციო სააგენტო DPA ანონიმურად დატოვებულ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახოცილი პირები მთავრობის სამხედროები იყვნენ. პარალელურად, სადამკვირვებლო ჯგუფი აცხადებს, რომ ალეპოდან დასავლეთით მდებარე, მეამბოხეების მიერ დაკავებულ ქალაქ ატარებში ექვსი სამოქალაქო პირი შეეწირა საჰაერო იერიშებს 24 დეკემბერს. ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ცნობით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.

XS
SM
MD
LG