Accessibility links

ბეთლემში ათასობით მომლოცველი შობის დღესასწაულს ზეიმობს


ათასობით ქრისტიანი მომლოცველი და ტურისტია შეკრებილი ქალაქ ბეთლემში, სადაც, გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტე დაიბადა. 25 დეკემბერს მსოფლიოს ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი შობის დღეს ზეიმობს. ბეთლემში, ქრისტეს შობის ტაძარში ატარებენ ტრადიციულ საგანგებო საშობაო წირვას. ეს ტაძარი, გადმოცემის თანახმად, აგებულია იმ გამოქვაბულის თავზე, სადაც იესო დაიბადა. საზეიმო წირვა გაიმართება ვატიკანშიც, წმინდა პეტრეს ტაძარში - რომელსაც პაპი ფრანცისკე გაუძღვება.



XS
SM
MD
LG