Accessibility links

მაკედონიის პარლამენტის ბედი დამოკიდებულია ხელახალ კენჭისყრაზე ერთ საარჩევნო უბანში


მაკედონიაში, ერთ საარჩევნო უბანში მიმდინარეობს საპარალამენტო არჩევნების ხელახალი კენჭისყრა, რომელიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის მმართველი კონსერვატორების უმრავლესობას. 11 დეკემბრის არჩევნების ხელახალი ტური ტარდება ეთნიკური ალბანელებით მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილო-დასავლეთში. გადაწყვეტილება საარჩევნო კომისიამ მიიღო მას შემდეგ, რაც მთავარმა ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ საარჩევნო დარღვევებზე განაცხადა. 11 დეკემბრის შედეგებით პრემიერ-მინისტრ ნიკოლა გრუევსკის კონსერვატიული ორიენტაციის პარტიამ 120 ადგილიან პარლამენტში მოიპოვა 51 ადგილი, სოციალ-დემოკრატებმა - 49.

XS
SM
MD
LG