Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე ამურზე დაიწყო ჩინეთსა და რუსეთს შორის ხიდის მშენებლობა


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, 24 დეკემბერს დაიწყო ჩინეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი პირველი ხიდის, გზატკეცილის მშენებლობა მდინარე ამურზე. ეს იდეა პირველად 28 წლის წინ წამოაყენეს, პროექტზე შეთანხმებას წელიწადზე მეტი დროის წინ მიაღწიეს. გეგმის თანახმად, ხიდი 20 კილომეტრის სიგრძის იქნება, მის ერთ მესამედს ჩინეთი ააგებს, ორ მესამედს რუსეთი. ხიდის ორი მონაკვეთის ერთმანეთთან დაკავშირებაც რუს ინჟინრებს დაევალათ.პროექტის დასრულების დროდ ვარაუდობენ 2019 წლის ოქტომბერს. რუსეთი, რომელსაც 2014 წელს ყირიმის ანექსირებისთვის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის დასავლეთის სანქციები დაეკისრა, მნიშვნელოვნადაა დაინტერესებული ჩინეთთან საექსპორტო გზების განვითარებაში. ჩინეთს კი რუსეთიდან ნედლეული და ენერგია ესაჭიროება, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად. თუმცა ორ ქვეყანას შორის არაერთი სხვა ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერდა და ზოგიერთი ანალიტიკოსი ახლაც გამოთქვამს ეჭვს, მოხერხდება თუ არა ხიდისდროულად დასრულება, ორ ქვეყანას შორის არსებული უნდობლობის ფონზე.

XS
SM
MD
LG