Accessibility links

გარდაიცვალა ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი


გარდაიცვალა ბრიტანელი მომღერალი, თანამედროვე პოპულარული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ჯორჯ მაიკლი. როგორც იუწყებიან, 53 წლის მუსიკოსი ინგლისში, ოქსფორდშირში მდებარე თავის სახლში გარდაიცვალა. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ავრცელებს მუსიკოსის პრესმდივნის განცხადებას - რომ ჯორჯ მაიკლი 25 დეკემბერს, "თავის სახლში, მშვიდად გარდაიცვალა". სიკვდილის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ მუსიკოსს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. პოლიციის ცნობით, სიკვდილის გარემოებებში საეჭვო ფაქტორი არ არის. ჯორჯ მაიკლს მსოფლიოს გარშემო 100 მილიონზე მეტი დისკი აქვს გაყიდული. 1981-დან 1986 წლამდე ის დუეტ Wham-ის შემადგენლობაში იყო და ამ პერიოდში არაერთი საერთაშორისო ჰიტი შეასრულა, მათ შორის საშობაო სიმღერა, Last Christmas. შემდგომში, სოლო კარიერისას ჯორჯ მაიკლმა კიდევ უფრო მეტი წარმატება მოიპოვა. მისი სადებიუტო სოლო ალბომი, Faith, 1987 წელს გამოვიდა და "წლის ალბომის" ნომინაციაში გრემით დაჯილდოვდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG