Accessibility links

მიხეილ ჯანელიძე: ევროპარლამენტში ჩვენ არ ველოდებით რაიმე განსაკუთრებულ შეფერხებას


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასასრულებლად რაიმე განსაკუთრებულ შეფერხებას არ ელოდება. საგარეო ურთიერთობებისა და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი იანვარში, ფორმალურად დაადასტურებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის მიერ დეკემბერში მიღწეულ შეთანხმებას. მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, საკითხი იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში განიხილება ევროპარლამენტის სხდომაზე. „ევროპარლამენტში ჩვენ არ ველოდებით რაიმე განსაკუთრებულ შეფერხებას, რადგან ყველა პარტიისა და ინსტიტუციისგან გვაქვს მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ თავისი რეფორმებით და პროგრესით მოიპოვა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG