Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში გაიმარჯვა მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ


მაკედონიის მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი უდგას სათავეში, შეინარჩუნა ლიდერობა მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უბანზე, სოფელ ტეარცეში ჩატარებულ განმეორებით კენჭისყრაში. დედაქალაქ სკოპიედან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ ტეარცეში, რომელიც ალბანელებითაა დასახლებული, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებით არჩევნები დანიშნა ხმის მიცემის დროს, 11 დეკემბერს მომხდარი დარღვევების გამო. 25 დეკემბრის განმეორებით არჩევნებში შედეგად გრუევსკის კონსერვატიულ პარტიას პარლამენტში 51 მანდატი ექნება, სოციალ-დემოკრატებს კი 49. კოალიციის შესაქმნელად გრუევსკი იმედოვნებს „ინტეგრაციისათვის დემოკრატიული კავშირის“ მხარდაჭერას, რომელსაც 10 მანდატი ხვდა წილად.

XS
SM
MD
LG