Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ ადანაშაულებს 30 სამოქალაქო პირის დახოცვაში


თურქეთის სამხედრო უწყება ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ ადანაშაულებს სულ მცირე 30 სამოქალაქო პირის დახოცვაში ქალაქ ალ-ბაბთან, რომელზე კონტროლის დამყარებასაც რამდენიმე კვირაა ცდილობენ თურქი სამხედროები და მათი მომხრე მეამბოხე ჯგუფები. გავრცელებული ინფორმაციით ექსტრემისტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს მას შემდეგ, რაც მოქალაქეები ცდილობდნენ ბრძოლის არენად ქცეული ქალაქის დატოვებას. თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიის ტერიტორიაზე ეწოდება „ევფრატის ფარი“. ოპერაციის გეგმით, 24 აგვისტოს თურქეთმა სახმელეთო ჯარის ნაწილები გაგზავნა სირიის ოპოზიციური ძალების დასახმარებლად, რათა ისლამური სახელმწიფოსაგან გაწმინდოს სასაზღვრო ტერიტორიები და შეაჩეროს იქ ქურთების ექსპანსია. ოპერაცია „ევფრატის ფარის“ მიმდინარეობის განმავლობა სირიის ტერიტორიაზე 36 თურქი სამხედრო დაიღუპა. მხოლოდ გასულ კვირაში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 16 თურქი ჯარისკაცი დახოცეს.

XS
SM
MD
LG