Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების უწყების ყოფილ მაღალჩინოსანს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა სასამართლომ პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებას, გარდაცვლილების ახლობლების პროტესტი მოჰყვა. ახლობლები მიიჩნევენ, რომ კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ხელმძღვანელისთვის შეფარდებული 8-წლიანი პატიმრობა საკმარისი სასჯელი არაა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წელს სამხედრო დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა და დავით ცინდელიანი, რომელიც სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერად მუშაობდა, მოკლეს და ზღვაში გადააგდეს. ისინი, კონსტიტუციური უსაფრთოხების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, აფხაზეთის სეპარატისტულ ძალებთან ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. გამოძიების თანახმად მკვლელობის უკან იდგა სწორედ საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს უფროსი რომან შამათავა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომან შამათავა დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალში.

XS
SM
MD
LG