Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობისათვის მიუღებელია მოსმენების შესახებ არასამთავრობო სექტორის ინიციატივა


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკი „სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციად“ მიიჩნევს, ე.წ. მოსმენების შესახებ არასამთავრობო სექტორის ინიციატივას, რომლის თანახმად, მოსმენების გასაღები“ დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში უნდა გადავიდეს. „ცალსახად ამის გაკეთება არ შეიძლება, უამრავი გამოწვევა არის და სუს-ი არ ემუქრება ჩვენი მოქალაქის ღირსებას, პატივს და მის თავისუფლებებს, ანუ მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია ზოგიერთს მთავარ ამოცანად გაუხდია და მეორე რიგში აქვს დაყენებული ქვეყნის უსაფრთხოება,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ. არასამთავრობო სექტორი მზად არის ე.წ. მოსმენების შესახებ შემუშავებული მოდელი ახალ პარლამენტს გააცნოს, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, მოდელი, რომელიც არასამთავრობოებმა შეიმუშავეს, იყო „მოსმენების გასაღების“ დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში გატანა, რაც მეტი გარანტი იქნება, რომ ე.წ. გასაღების ფლობა არ გახდეს მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG