Accessibility links

ზავის ბედი ბეწვზე ჰკიდია აღმოსავლეთ უკრაინაში


წინ კვირაში მიღწეული „უვადო“ საზავო შეთანხმებას კვლავ დაემუქრა საფრთხე მას შემდეგ, რაც მესამე დღე ორივე მოკონფლიქტე მხარე ერმანეთს ადანაშაულებს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ დებალცევოსთან მომხდარ შეტაკებებში. დონბასელი სეპარატისტები და უკრაინის ხელისუფლება, გასულ კვირაში, ეუთოს შუამავლობით შეთანხმდნენ ცეცხლის უვადო შეწყვეტაზე. იუწყებიან, რომ ნაღმსატყორცნებისა და ყუმბარსატყორცნებით განხორციელებულ სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.უკრაინის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ სეპარატისტების პოზიციებიდან 33 ჯერ დაირღვა ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმება. პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები კი აცხადებენ, რომ წუხელ უკრაინის არმიის პოზიციებიდან 62 ჯერ ისროლეს ყუმბარები. გაეროს 1 დეკემბრის მონაცემებით აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტს შედეგად 9758 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 22 779 -კი დაიჭრა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG