Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 175 მსჯავრდებული


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა 175 მსჯავრდებული. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, 122 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან დღის განმავლობაში გათავისუფლდება, 53-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის 12 ქალია. ზვიად ქორიძის ცნობითვე, შეწყალების კომისიამ 13-დან 20 დეკემბრის ჩათვლით განიხილა სულ 1142 პირის საქმე.

XS
SM
MD
LG