Accessibility links

ზუგდიდის სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს


ზუგდიდის სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელს, რაშიდ კანჯი-ოღლის. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს მოკლეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში. საქართველოს ხელისუფლება აფხაზური მხარისგან დღემდე უშედეგოდ მოითხოვს მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემას. რაშიდ კანჯი-ოღლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიების პროცესით უკმაყოფილოა, რადგან ვერ დადგინდა რატომ მოკლეს მისი შვილი. ოთხოზორიას ოჯახის ადვოკატის, იოსებ ხატიაშვილის ინფორმაციით, ოჯახი აპირებს რუსეთს უჩივლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რადგან მკვლელობა ჩადენილია რუსეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.

XS
SM
MD
LG