Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი პერლ ჰარბორში ჩავიდა


იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე ჰავაიში ჩავიდა, სადაც პერლ ჰარბორის სამხედრო ბაზაზე მივა აშშ-ის პრეზიდეტ, ბარაკ ობამასთან ერთად. ეს იქნება ბოლო ათწლეულში იაპონიის პრემიერის მიერ პერლ ჰარბორის პირველი მონახულება. აშშ-ის ამ ბაზაზე იაპონიის არმიის თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმია მეორე მსოფლო ომში ჩარეთო. აბემ გვირგვინები მიიტანა სხვადასხვა სასაფლაოზე და მემორიალთან. ის ესტუმრა ასევე ცხრა ბიჭის და კაცის მემორიალს, რომლებიც დაიხოცნენ, როცა აშშ-ის წყალქვეშა ნავი შეეტაკა იაპონიის თევზმჭერ გემს 2001 წელს. დღეს ის სტუმრობს ხომალდ „არიზონის“ მეზღვაურების და საზღვაო ქვეითების მემორიალს, რომლებიც დაიხოცნენ პერლ ჰარბორზე იაპონიის არმიის თავდასხმისას, როცა ორი ათასამდე ამერიკელი სამხედრო დახოცეს. აბე იქნება პირველი იაპონელი პრემიერი, რომელიც ამ მემორიალს სტუმრობს. ცნობით, აბე არ აპირებს ბოდიშის მოხდას, მას მხოლოდ სურს, პატივი მიაგოს თავდასხმის მსხვერპლს, უთხრა იაპონიის პრემიერმა ჟურნალისტებს. მაისში ობამა ესტუმრა იაპონიაში, ქალაქ ჰიროშიმას, რომელშიც აშშ-მა ატომური ბომბი ჩამოაგდო მეორე მსოფლო ომის მიწურულს და სადაც, ასეულ ათასობით ადამიანი დაიხოცა, რასაც იაპონიის დანებება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG