Accessibility links

ირანელი ოპოზიციონერი გადადგა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან


ირანის მაღალი რანგის ოპოზიციური ლიდერი, მეჰდი ქარუბი, რომელიც შინაპატიმრობაშია თითქმის ექვსი წელიწადია, გადადგა თავისი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობიდან. მან წერილი მისწერა „ეროვნული ნდობის პარტიას“, სადაც ამცნობს თანაპარტიელებს, რომ მისი მიზანია, მაისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შენარჩუნებულ იქნეს პარტიაში ერთიანობა. ქარუბის ვაჟმა, ჰოსეინმა, დაადასტურა მამის გადადგომის ამბავი.

XS
SM
MD
LG