Accessibility links

ბერლინის თავდასხმაში ეჭვმიტანილი იტალიაში მატარებლით ჩავიდა საფრანგეთის გავლით


24 წლის ტუნისელი, ანის ამრი, რომელიც ეჭვმიტანილია ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობაში, საფრანგეთის გავლით იტალიაში მატარებლით ჩავიდა. ამის თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა მას მერე, რაც საფრანგეთის ქალაქ ლიონის სადგურში სათვალთვალო კამერამ აღნუსხა მისი იქ ყოფნა. ანის ამრი მარტო მოგზაურობდა. ის პოლიციამ მოკლა მილანში. ამრი ეჭვმიტანილი იყო, რომ ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე, ხალხში სატვირთო ავტომანქანით შეიჭრა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 50-მდე იყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG