Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი მაკკეინი: აშშ ვალდებულია უზრუნველყოს ნატოსა და ბალტიისპირეთის უსაფრთხოება


ვეტერანი სენატორი, ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ აშშ-ს ვალდებულება აქვს ნაკისრი, უზრუნველყოს ნატოსა და ბალტიისპირეთის რეგიონის უსაფრთხოება რუსეთის ქმედების წინააღმდეგ. მაკკეინმა ტალინში 27 დეკემბერს განაცხადა, რომ საუკეთესო გზა რუსეთის ცუდი საქციელის შესაჩერებლად, არის სანდო, ძლიერი სამხედრო კავშირი, ძლიერო ნატოა. მაკკეინის ნათქვამი მოჰყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების შეშფოთებას აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამების გამო. მაკკეინი სენატორ ლინდსი გრემთან ერთად სამდღიან ვიზიტად არიან ბალტიის ქვეყნებში, საიდანაც უკრაინას, საქართველოს და ჩერნოგორიას ეწვევიან. მაკკეინმა განაცხადა, რომ ის არ მოელის, რომ ვაშინგტონი სანქციებს გაუქმებს რუსეთს.

XS
SM
MD
LG