Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პრეზიდენტმა უარყო პრემიერის პოსტზე მუსლიმი ქალის კანდიდატურა


რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა უარყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სევილ სეიდეჰის კანდიდატურა, რომელიც წარადგინა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. დანიშვნის შემთხვევაში, სევილ სეიდეჰი პირველი ქალი და პირველი მუსლიმი იქნებოდა ქვეყანაში, რომლის უმრავლესობას მართლმადიდებელი ქრისტიანები შეადგენენ. სეიდეჰი ნაკლებად არის ცნობილი, როგორც პოლიტიკოსი, თუმცა 2015 წელს, ის ექვსი თვე ხელმძღვანელობდა რუმინეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს. 27 დეკემბერს ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში, პრეზიდენტს არ განუმარტავს გადაწყვეტილებების მიზეზები: „გავანაალიზე სეიდეჰის როგორც მხარდამჭერი, ისე საწინააღმდეგო არგუმენტები და გადავწყვიტე, არ დავთანხმადე შემოთავაზებას“. ამ განცხადების შემდეგ, მან მოუწოდა სოციალ-დემოკრატებს, რომლებმაც 11 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს, ახალი კანდიდატურის შერჩევის შესახებ. კენჭისყრის გაყალბების ბრალდების გამო, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების უფლება არ აქვს გამარჯვებული პარტიის ლიდერს ლივიუ დრაგნეას, რომელმაც ამ პოსტზე, თავის ახლო მეგობარი სევილ სეიდეჰი დაასახელა.

XS
SM
MD
LG