Accessibility links

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, 2016 წელი საკმაოდ წარმატებული იყო საგარეო პოლიტიკისთვის


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, 2016 წელი საკმაოდ წარმატებული იყო ქართული დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკისთვის. „პირველ ყოვლისა, 2016 წელი შევა ისტორიაში როგორც ახალი ეტაპი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, რადგან ძალაში შევიდა და სრულად ამოქმედდა ასოცირების შეთანხმება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროინტეგრაცია არის საქართველოს მომავალი, ქვეყნის თავისუფლებისა და კეთილდღეობის გარანტი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, შერიგების და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საწინდარი.

XS
SM
MD
LG