Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: პროცესების ასე განვითარება აღრმავებს პარტიის დაშლის შესაძლებლობას


„პროცესების ასე განვითარება, როდესაც სააკაშვილის მხრიდან ხდება თანაგუნდელების შეურაცხყოფა, აღრმავებს პარტიის დაშლის შესაძლებლობას“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან,“ ელენე ხოშტარიამ. მისივე თქმით, წესების უგულებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფა პარტიას აზარალებს.„სამწუხაროდ გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობს მიხეილ სააკაშვილი, იმ კამპანიის გარდა, რომ თითქოს გარიგებულები ვართ, ახლა გადაწყვიტა, რომ იურიდიულ, დემოკრატიულ პროცედურებზეც თქვას უარი და გამოაცხადეს რაღაც კომისია, რომელიც თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ პარტიის წევრთა ეს ნაწილი და პირველ ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილი გაიაზრებენ, რამხელა ზიანს აყენებენ არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას,“ არამედ ქვეყანასაც და ცივილიზებულ ჩარჩოს დაუბრუნდებიან. 27 დეკემბერს დანიშნული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელიც ჩაიშალა. სხდომაზე არ მივიდნენ პარტიის ის წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილის ინიციატივას მრავალათასიანი ყრილობის ჩატარების შესახებ და ამ მიზნით შექმნეს საორგანიზაციო კომისია. კომისიის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა მეორე ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტის ლეგიტიმაცია პოლიტსაბჭომ უნდა უზრუნველყოს.

XS
SM
MD
LG