Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერი ისტორიულ ვიზიტს მართავს ბარაკ ობამასთან ერთად პერლ ჰარბორში


იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ სიმბოლური ვიზიტი გამართა პერლ ჰარბორში აშშ-ის პრეზიდენტ, ბარაკ ობამასთან ერთად, რათა პატივი მიეგო მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს, სამხედრო ბაზაზე იაპონიის ავიაციის თავდასხმისას დახოცილთა ხსოვნისთვის. მან სამძიმარი გამოხატა დახოცილების გამო და თქვა, რომ ომის საშინელება არასოდეს უნდა გავიმეოროთო. აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას 2400 ამერიკელი მებრძოლი დაიხოცა და ამას აშშ-ის ჩართვა მოჰყვა მეორე მსოფლიო ომში. აბე, რომელსაც არ მოუხდია ბოდიში მომხდარისთვის, პირველი იაპონელი პრემიერია, რომელიც ადგილზე მივიდა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთან ერთად. ობამამ აბეს იქ ვიზიტს "ისტორიული ჟესტი" უწოდა. მაისში ობამა ესტუმრა იაპონიას, ქალაქ ჰიროშიმას, რომელშიც აშშ-მა ატომური ბომბი ჩამოაგდო მეორე მსოფლო ომის მიწურულს და სადაც, ასეულ ათასობით ადამიანი დაიხოცა,რასაც იაპონიის დანებება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG