Accessibility links

ჩერნოგორიამ გადატრიალებაში ეჭვმიტანილების საერთაშორსო ძებნა გამოაცხადა


ჩერნოგორიამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა იმ პირებზე, ორ რუსსა და სამ სერბზე, რომლებიც ამ ქვეყნის ნატოს მომხრე მთავრობის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი. პროკურატურის თანახმად, ესხუთი პირი ეჭვმიტანილია ტერორისტულ საქმიანობაში, სხვათა შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოკვლასა და პარლამენტის დაკავების მცდელობაში, ოქტომბერში, არჩევნების დღეს. სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვის ორი აგენტი უთვალთვალებდა პრემიერის, მილო ჯუკანოვიჩის გადაადგილებას. ადგილობრივი მედიის ვარაუდით, ერთ- ერთი სერბი უნდა იყოს ნემანია რისტიჩი, რომელიც ერთ-ერთ ფოტოზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ერთად დგას, ლავროვის ბელგრადში ვიზიტისას, 12 დეკემბერს. კრემლი უარყოფს ჩარევას ამ საქმეში, მაგრამ აქტიურად უჭერს მხარს პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც დასავლურ სამხედრო ალინსში ჩერნოგორიის გაერთიანებას ებრძვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG