Accessibility links

რუსეთი და თურქეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ


თურქეთმა და რუსეთმა მოამზადეს შეთანხმება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მზადაა ასევე დოკუმენტი კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების შესახებაც და რომ ორივეს განხორციელება შემიძლება ნებისმიერ დროს. ჩავუშოღლუს თანახმად, ტერორისტული ორგანიზაციები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში არ არიან ჩართული. მისი კომენტარი მოჰყვა „ანადოლუს„ სააგენტოს ცნობას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეიძლება შუა ღამისას შევიდეს ძალაში. კრემლის წარმომადგენლმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არ შეუძლია ცნობის კომენტირება, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. სირიის მთავრობის კომენტარი არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG