Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერიმ დაიცვა ვაშინგტონის პოზიცია გაეროში კენჭისყრის დროს თავის შეკავებისათვის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ არსებითია ორი სახელმწიფოს პრინციპით მშვიდობის მიღწევა ისრაელსა და პალესტინას შორის. კერიმ ამით დაიცვა გაეროში კენჭისყრისას აშშ-ს შტატების მხრიდან თავის შეკავება, რასაც დიდი აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ჯონ კერის 28 დეკემბერის განცხადების ფონის მწვავე დაპირისპირება პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას შორის. ისედაც რთული ურთიერთობა ობამასა და ნეთანიაჰუს შორის კიდევ უფრო გაამწვავა გასულ კვირაში გაეროში გამართულმა კენჭისყრამ რეზოლუციაზე, რომელიც გმობს და საერთაშორისო სამართლის დარღვევას მიიჩნევს ისრაელის მთავრობის მიერ განხორციელებულ ებრაელთა ახალი დასახლებების მშენებლობას პალესტინელთა ტერიტორიაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დაგმო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, ხოლო ვაშინგტონი დაადანაშაულა პალესტინელებთან ფარულ გარიგებაში.

XS
SM
MD
LG