Accessibility links

თურქეთი და რუსეთი მიზნად ისახავენ სირიაში ზავის ახალ წლამდე ამოქმედებას


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა და მოსკოვი იმედოვნებენ, რომ ახალ წლამდე მოხერხდება მთელ სირიაში ზავის ამოქმედება. ჩავუშოღლუმ დღეს სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ ზავი, რომელზეც ორი ქვეყანა მუშაობს, შესაძლოა „ნებისმიერ მომენტში“ ამოქმედდეს და რომ ზავის გარანტები თურქეთი და რუსეთი იქნებოდნენ. ამასთან, თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარა არ გამართავს მოლაპარაკებას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან. ჩავუშოღლუს ინტერვიუ ერთ დღეში მოჰყვა თურქეთის მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ ანკარამ მოამზადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სირიისათვის. ამ ცნობაში დეტალები არ არის დაზუსტებული. თურქეთი და რუსეთი თავდაპირველად სხვადასხვა მხარეს იდგნენ სირიის კონფლიქტში, რომელმაც 250 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა. თურქეთი ემხრობოდა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობას მაშინ, როცა რუსეთი, ისევე როგორც ირანი, ასადის მოკავშირეები არიან. მაგრამ ბოლო თვეებში ანკარა და მოსკოვი მჭიდროდ თანამშრომლობენ სირიის საკითხში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG