Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა შავ ზღვაში ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოების აქტიური ფაზა


რუსეთში დასრულდა 25 დეკემბრის ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოების აქტიური ფაზა. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, შავი ზღვიდან უკვე ამოიტანეს 20 მსხვერპლის გვამები. ხოლო საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, ასევე ამოტანილია ტუ-154 ტიპის თვითმფრინავის ფრაგმენტების უდიდესი ნაწილი. ვარაუდობენ, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი იყო ტექნიკური ხარვეზი და ეკიპაჟის არასწორი რეაქცია შექმნილ ვითარებაზე. თვითმფრინავი, რომელიც სოჭიდან სირიაში მიფრინავდა, 25 დეკემბრის დილას შავ ზღვაში ჩავარდა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 92-ვე ადამიანი, მათ შორის ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის წევრები.

XS
SM
MD
LG