სერბიის პოლიციის ცნობით, ავარია განიცადა ავტომანქანამ, რომელშიც, სულ ცოტა, 12 მიგრანტი იმყოფებოდა. დაიღუპა ორი ავღანელი და დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. პოლიციის ცნობით, მძღოლი, რომელიც, სავარაუდოდ, მიგრანტების ტრეფიკერია, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ავარია 29 დეკემბერს მოხდა ცენტრალურ სერბიაში, ავტომაგისტრალზე, რომელიც ბულგარეთსა და საბერძნეთს უკავშირდება. სერბიაში ათასობით მიგრანტს უწევს გაჩერება დასავლეთ ევროპაში მოხვედრის მცდელობისას.
ყველაზე პოპულარული
1