Accessibility links

რუსეთში არ გამორიცხავენ, რომ 25 დეკემბრის ავიაკატასტროფა ტერაქტმა გამოიწვია


რუსეთის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ტუ-154 ტიპის თვითმფრინავში, რომელიც 25 დეკემბერს შავ ზღვაში ჩავარდა, აფეთქება არ მომხდარა, მაგრამ მაინც არ გამორიცხავენ, რომ კატასტროფა ტერაქტმა გამოიწვია. თვითმფრინავი სოჭიდან სირიაში მიფრინავდა, როცა შავ ზღვაში ჩავარდა. დაიღუპა 92 ადამიანი. ავიაკატასტროფის გამომძიებელი კომისიის უფროსის, სერგეი ბაინეტოვის განმარტებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თვითმფრინავში აფეთქება არ მომხდარა, მაგრამ ტერაქტი, ბაინეტოვის თქმით, აუცილებელი არ არის აფეთქება იყოს - შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა სხვა სახის ზემოქმედებას და გამომძიებლები არ გამორიცხავენ ასეთ ვერსიას. მეორე მხრივ, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, მაქსიმ სოკოლოვმა დაადასტურა ადრე გაკეთებული განცხადება, რომ „ტერაქტი არ განიხილება მთავარ ვერსიად“ ავარიის გამომწვევ შესაძლო მიზეზებს შორის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG