Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაათავისუფლეს ბერლინში ტერაქტის მომწყობთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი


გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ გაათავისუფლა პირი, რომელიც დააკავეს ბერლინში საშობაო ბაზრობაზე ტერაქტის მომწყობ ტუნისელ მამაკაცთან, ანის ამრისთან, კავშირში ეჭვმიტანით. ამის შესახებ 29 დეკემბერს გამოაცხადა გენერალური პროკურატურის პრეს-მდივანმა. პროკურატურამ ვერ შეძლო ბრალდების სათანადოდ დასაბუთება და შესაბამისად, არ გაიცა 40 წლის ტუნისელის დაპატიმრების ორდერი. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ მისი ნომერი აღმოაჩინა ანის ამრის ტელეფონში. გამომძიებლების ვარაუდით, დაკავებულ პირს შესაძლოა კავშირი ჰქონოდა ტერაქტის მომზადებაში. 19 დეკემბერს სატვირთო მანქანა, რომლის საჭესთანაც, სავარაუდოდ ანის ამრი იჯდა, შეიჭრა ბერლინის ცენტრში მდებარე საშობაო ბაზრობაზე. დაიღუპა 12, დაშავდა 48 ადამიანი. სატვირთო ავტომანქანაში ავტომატური დამუხრუჭების სისტემა ამოქმედდა, რის გამოც, სარვაუდოდ, თავიდან იქნა აცილებული უფრო მრავალრიცხოვანი მსხვერპლი.

XS
SM
MD
LG