Accessibility links

პროკურატურამ ომის დამნაშავედ სცნო სარაევოს სპეცდანიშნულების ძალების ყოფილი უფროსი


ოფიცერი, რომელიც 1992-95 წლებში ბოსნიელ სერბთა ქალაქ სარაევოს ალყის დროს ადგილობრივი პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობდა, ბრალდებულია ომის დანაშაულთა ჩადენაში. დრაგან ვიკიჩს ბოსნია-ჰერცეგოვინის პროკურორმა ბრალი წაუყენა 1992 წელს ტყვედ ჩავარდნილი მოწინააღმდეგის 8 მებრძოლის სიკვდილით დასჯაში. ბალკანეთის ამ სახელმწიფოს პროკურატურის მიერ 29 დეკემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ვიკიჩი და სპეცნაწილის კიდევ სამი თანამშრომელი მონაწილეობდნენ იმ სერბი ჯარისკაცების მკვლელობაში, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ მათი ჯავშანტრანსპორტიორის დაზიანების შედეგად. სარაევოს ალყა, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის სახალხო არმიამ განახორციელა, 1992 წლის აპრილიდან 1995 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ალყაშემორტყმულ ქალაქში დაახლოებით 11 ათასი კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG