Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ზავი ნარჩუნდება ცალკეული სროლების მიუხედავად


სადამკვირვებლო ჯგუფების ინფორმაციით, 30 დეკემბრისათვის სირიის მთელ ტერიტორიაზე ძირითადად ნარჩუნდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რაზეც ახალ შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით სირიის ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა კოალიციამ. ზავი 29 დეკემბერს ევროპის დროით ღამის 11-საათზე ამოქმედდა. ცეცხლის შეწყვეტას სირიის მასშტაბით ადასტურებს ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორია. თუმცა, ორგანიზაცია აღნიშნავს ასევე, რომ სასტიკი ბრძოლების შესახებ, რასაც სირიის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის პროვინცია ჰამაში ჰქონდა ადგილი.29 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განცხადა, რომ სირიის მთავრობამ და მისმა ოპონენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთელ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დეკლარაციას, რომელშიც გამოთქმულია მზადყოფნა სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად. გაეროში რუსეთის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოში შეიტანა რეზოლუციის პროექტი, სირიაში ზავის შეთანხმების მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG