Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო რუსეთს კიბერომის წარმოებაში ადანაშაულებს


უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები კიბერომს აწარმოებენ მისი ქვეყნის წინააღმდეგ. რის მაგალითადაც პოროშენკომ დაასახელა ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსი ჰაკერების მხრიდან განხორცილებული 6500 თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. მხოლოდ დეკემბრის თვეში, პოროშენკოს თქმით, ჰაკერული თავდასხმების ობიექტი გახდა უკრაინის ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროები და ასევე სახელმწიფო ხაზინის სამსახური, სადაც სახელმწიფო უწყებების კუთვნილი თანხებია განთავსებული. ხაზინაზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად, პოროშენკოს თანახმად, უწყების მუშაობა შეფერხდა, რის გამოც საჯარო მოხელეებმა და პენსიონერებმა ვერ შეძლეს კუთვნილი ხელფასებისა და საპენსიო თანხების მიღება. 2015 წლის დეკემბერში უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა კიბერშეტევის შედეგად ერთ-ერთი რეგიონული ჰიდროელექტროსადგურის მწყობრიდან გამოსვლაში, რაც უპრეცედენტო შემთხვევას წარმომადგენს. კიევი ვარაუდობს, რომ ჰაკერული თავდასხმის უკან იდგა რუსული ჯგუფი „სანდვორნი“. რუსეთი უარყოფს კიევის ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG