Accessibility links

პუტინი აცხადებს, რომ არ ერთ ამერიკელ დიპლომატს არ გააძევებს რუსეთიდან


რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არც ერთ ამერიკელ დიპლომატს არ გააძევებს რუსეთიდან, იმ ახალი სანქციების პასუხად, რაც ვაშინგტონმა რუსეთს დაუწესა, მოსკოვის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. „ჩვენ არავის არ გავაძევებთ. ჩვენ არ ავუკრძალავთ მათ ოჯახებსა და ბავშვებს ისარგებლონ ახალი წლის დღესასწაულის დროს დასვენებისათვის მათთვის განკუთვნილი ადგილებით,“ - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ ვლადიმერ პუტინის განცხადებაში. თეთრმა სახლმა 29 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის 35 დიპლომატს. განცხადების თანახმად, აშშ ამ ზომას მიმართავს რუსეთის მთავრობის მისამართით მრავალჯერადი კერძო და საჯარო გარფთხილების შემდეგ და მისი გატარება აუცილებელია, როგორც პასუხი რუსეთის მცდელობებზე, ზიანი მიაყენოს აშშ-ის ინტერესებს ქცევის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევით. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენება. რუსეთის მოქალაქეებს 72 საათის განმავლობაში დაატოვებინებენ აშშ-ის ტერიტორიას ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან. „სანქციებმა ასევე მოიცვა ჩვენი დიპლომატები. 35 კაცმა, რომლებიც ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში მუშაობენ, 31-ი ვაშინგტონში და 4 -ი სან-ფრანცისკოში, აშშ-ი უნდა დატოვონ 1 იანვარს დღის ბოლოს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 30 დეკემბერს და დასძინა, რომ რუსეთი იძულებული იქნება პასუხი გასცეს თეთრი სახლის სანქციებს. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ წუხს იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია „ასე ამთავრებს თავის მუშაობას“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG