Accessibility links

რეორგანიზაციის შედეგად დათხოვნილი ოფიცრები ფულად კომპენსაციას მიიღებენ


საქართველოს თავადაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის შედეგად შემცირებაში მოყოლილი ოფიცრები სოლიდურ ფულად კომპენსაციას მიიღებენ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიარაღებულ ძალებში კადრების განკარგულებაში გადავიდა 76 ოფიცერი და 88 კაპრალ-სერჟანტი. ხოლო 209 ოფიცერმა კი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები, ხოლო მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 197 500 ლარი შეადგინა. კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით. კერძოდ, ლეიტენანტი და უფროსი ლეიტენანტი მიიღებენ – 10 000 ლარიან კომპენსაციას, კაპიტანი – 14 000 ლარს, მაიორი – 18 000 ლარს, ვიცე-პოლკოვნიკი – 23 000 ლარს, ხოლო პოლკოვნიკს – 29 000 ლარს. ლევან იზორიას თქმით, რეორგანიზაციის გეგმის თანახმად, შეიარაღებულ ძალებში გაუქმდა გარკვეული დეპარტამენტები, რომლებიც წმინდად სამოქალაქო ფუნქციებს ასრულებდნენ და ეს ფუნქციები სამინისტროს სამოქალაქო ოფისს დაეკისრა. სამოქალაქო პირების დათხოვნა მოხდა სამხედრო პოლიციის ბატალიონებიდან, რომლებიც ნატოს სტანდარტების თანახმად, მთლიანად სამხედროებით დაკომპლექტდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG