Accessibility links

პოლონეთში დაასაფლავეს ბერლინში თავდასხმისას მოკლული მძღოლი


პოლონეთის ქალაქ ბანეში ასეულობით ადამიანი მივიდა იმ მძღოლის დასაფლავებაზე, რომელიც ბერლინში, 19 ნოემბრის თავდასხმისას მოკლეს. დასაფლავებაზე ჩავიდა პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა. შუა დღისას, მთელი პოლონეთში ისმოდა სატვირთო ავტომანქანების სიგნალების ხმა, მოკლულ ლუკაშ ურბანთან გამოსამშვიდობებლად. 37 წლის ურბანის გვამი ბერლინში, ავტომანქანაში ნახეს 19 დეკემბერს, როცა, სავარაუდოდ, ტუნისელი ანის ამრი, იგივე სატვირთო მანაქანით შეიჭრა საშობაო ბაზრობაზე, ბერლინის ცენტრში, რის შედეგადაც, სულ, 12 ადამიანი დაიხოცა. პოლონეთის მთავრობამ იკისრა დასაფლავების ხარჯები. ბრიტანელმა მძღოლმა, დეივ დუნკანმა, მოკლული პოლონელი კოლეგის ოჯახს ინტერნეტში 218 ათასი დოლარი შეუგროვა.

XS
SM
MD
LG