Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში 27 კაცი დაიღუპა აფეთქებების შედეგად


სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა ბაღდადის ცენტრალურ ნაწილში ბაზრობაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორი აფეთქება ავტომობილების ნაწილების ბაზრობაზე 31 დეკემბერს მაშინ მოხდა, რაც ტერიტორიაზე დიდი ხალხმრავლობა იყო. აფეთქებაზე ერთბაშად პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ ხშირად ახდენს აფეთქებებს ბაღდადში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო როიტერს უთხრა, რომ პირველ შემთხვევაში თავი თვითმკვლელმა აიფეთქა, მეორე თავდასხმა კი დანაღმული ავტომობილით განხორციელდა. ექსტრემისტული ორგანიზაცია კარგავს ტერიტორიებს ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში, „ისლამური სახელმწიფოს“ ფორმირებები აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციის ალყაში არიან მოქცეული მოსულში, რომელიც სუნიტებით დასახლებულ, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG