Accessibility links

აშშ-ის ერთ-ერთი შტატის ელექტრომომარაგების კომპიუტერი რუსმა ჰაკერებმა დააზიანეს


აშშ-ის ვერმონტის შტატის ერთ-ერთი ელექტრომომარაგების კომპანია აცხადებს, რომ სამუშაო კომპიუტერში აღმოჩნდა მავნებელი პროგრამული კოდი, რომელიც, აშშ-ის მთავრობის თანახმად, რუსი ჰაკერების მიერ გამოიყენება. კომპანია „ბერლინგტონ ელეკტრიქსის“ მიერ 30 დეკემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ენერგოგამანაწილებელმა კომპანიებმა მიიღეს გაფრთხილება შიდა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტისაგან „სტეპის მურა დათვის“ (Grizzly Steppe) მიერ გავრცელებული მავნებელი პროგრამული კოდის შესახებ. სწორედ ამ სახელის ჰაკერულმა ჯგუფმა მიიტანა იერიში აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტების ელექტრონულ ფოსტაზე. ელექტროგამანაწილებელი კომპანიის თანახმად მავნებელი პროგრამული კოდი აღმოჩნდა იმ ლეპტოპში, რომელიც არ იყო შეერთებული ელექტროსადგურთან. მომხდარის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელებმა დაუყოვნებლად აცნობებს ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებს და მოხდა ლეპტოპის იზოლირება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG