Accessibility links

1 იანვარს საქართველოს ამერიკელი სენატორები ესტუმრებიან


1 იანვარს საქართველოში ამერიკელი სენატორების ვიზიტი დაიწყება. რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი - ემი კლობუჩარი საქართველოში უკრაინიდან ჩავლენ. მანამდე სენატორები ბალტიისპირეთის ქვეყნებში იმყოფებოდნენ. ამერიკელი სენატორების ტურნეს ფონია, გარკვეული შეშფოთება აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებში, სადაც შიშობენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს შესუსტდება ვაშინგტონის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე. თუმცა გავლენიანი ამერიკელი კანონმდებლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები ცხადყოფენ, რომ ვაშინგტონი, არც ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეეგუება რუსეთის აგრესიულ, დესტრუქციულ პოლიტიკას. აშშ-ს ვალდებულება აქვს ნაკისრი, უზრუნველყოს ნატოსა და ბალტიისპირეთის რეგიონის უსაფრთხოება რუსეთის ქმედების წინააღმდეგ. მაკკეინმა ტალინში 27 დეკემბერს განაცხადა, რომ საუკეთესო გზა რუსეთის ცუდი საქციელის შესაჩერებლად, არის სანდო, ძლიერი სამხედრო კავშირი, ძლიერი ნატოა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG