Accessibility links

კვირიკაშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი სავიზო ლიბერალიზების დასრულების მიმართ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. როგორც პრემიერ-მინისტრმა ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” წლის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, „გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე მიღებულია, ბრიუსელში ყველა სტრუქტურა გავლილი აქვს, დარჩა ევროპარლამენტი. ევროპარლამენტში კენჭისყრის და უკვე ტექნიკური ეტაპების დასრულების შემდეგ, ეს შევა ძალაში და ეს იქნება უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ვფიქრობ ამაზე არავინ დავობს”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ--მინისტრი შეეხო სამხედრო უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესს და განაცხადა, რომ სამინისტრო დემსგავსა „ამოტრიალებულ პირამიდას“, სადაც იმაზე მეტი ზედა ჩინის ოფიცერი მსახურობს, ვიდრე საჭიროა.თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციაზე საუბრისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ რეფორმა თავდაცვის სამინისტროს სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბებას ეხება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG